უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდება - შედგება დიდი წმინდა რუსეთი - მეუფე სპირიდონი

„უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი გაერთიანდება - შედგება დიდი წმინდა რუსეთი“ - ამ სიტყვებით სხალთის მთავარეპისკოპოსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას თქვა, რომ ქართველები კონფლიქტში არ უნდა ჩაერიონ. სასულიერო პირმა განაცხადა, რომ უკრაინა კიევში გამართული გეიპარადისთვის ისჯება.

მან ზელენსკი „გეი აქტივისტად“ მოიხსენია ,რომლის მმართველად არჩევა, მისივე აზრით, ქვეყნის სასჯელია.

შეგახსენებთ, მეუფე სპირიდონი სიძულვილის ენის შემცველი ქადაგებებით გამოირჩევა და საზოგადოებაში პრორუსული განწყობებითაა ცნობილი.

მეტის ნახვა