ილია II რუსეთის პატრიარქს, რომელიც უკრაინაში ომის მომხრეა, ანგელოზის დღეს ულოცავს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ამართლებს, ანგელოზის დღეს ულოცავს. საქართველოს პატრიარქის მილოცვა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენი მფარველი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელმთავლურ მსახურებაში", - წერია ილია მეორის მილოცვაში.

მეტის ნახვა