დღეს დავითობაა

დავით აღმაშენებელი

დღეს დავითობაა. მართლმადიდებლური სამყარო დავით მეოთხე აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს ქუთაისში, მის მიერვე აგებულ ეკლესიაში, ღონისძიებებით აღნიშნავენ. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურება დილით დაიწყო.

დავით მეფეს, აღმაშენებელი ხალხმა მისი ღვაწლის გამო უწოდა. 16 წლის ასაკში გამეფებულმა სახელმწიფოს 36 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა.  აღმაშენებელი, 53 წლის ასაკში, 1125 წლის 24 იანვარს  გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული.

მეტის ნახვა