აპირებს თუ არა გადადგომას საქართველოს პატრიარქი? - საპატრიარქოს პასუხი

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი „მორიგ ფანტაზიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მღვდელმთავრებს პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობები აქვთ და მათი პოზიციაა, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება.

„ვნახე, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე.

მეტის ნახვა