ზრუნვა მოქალაქეებზე თუ კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად ამოქმედებული კანონი? - რა მიზანს ცვლილებები ემსახურება აზარტულ თამაშებში?

აზარტულ თამაშებში ჩართული პირების შემცირების რეალური მიზანი თუ, კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად ამოქმედებული კანონი. მას შემდეგ, რაც კაზინოების რეკლამები აიკრაძალა, არაერთ მედიას ფინანსური ზარალი მიადგა. ხელისუფლება  ინიციატივის მთავარ მიზეზად ლუდომანიასთან ბრძოლას ასახელებედა. თუმცა როგორც ირკვევა კანონი არაქმედითი აღმოჩნდა. პირველი მარტიდან დღემდე უცხოურ კაზინოებში, საქართველოდან, ორ მილიარდ ლარზე მეტი გადაირიცხა. 

კანონი, რომელსაც წესით, აზარტულ თამაშებში ჩაბმული ადამიანების რიცხვი უნდა შეემცირებინა, ქმედითი არ აღმოჩნდა. პირველი მარტიდან დღემდე, გემბლინგში ჩამბული ადამიანების მხრიდან აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე, გადარიცხულმა თანხამ ორი მილიარდი ლარი შეადგინა. აზარტული თამაშების ასოციაციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები  ფეიკ ექაუნთებით რეგისტრირდებიან. გიორგი მამულაიშვილის თქმით, კანონმა ვერ იმუშავა.

აზარტულ თამაშებში ჩართული პირების შემცირების რეალური მიზანი თუ კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად ამოქმედებული კანონი - ტვ პირველის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კანონის ამოქმედების მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა.

აღნიშნული კანონის ამოქმედების შედეგად, განსაკუთებით დიდი ზარალი, რეგიონულ მედიას მიადგა. “TV25”-ის დირექტორი ამბობს, რომ პირველი მარტიდან დღემდე, არხმა ფინანსურად დიდი დარტყმა მიიღო.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, ყველაზე დიდი ზიანი კი, რეკლემაბის აკრძალვით რეგიონულ მედიას მიადგა. ნათია კუპრაშვილის თქმით, თამაშები რეკლამირდება ყველგან გარდა მედიისა.

რატომ არ აღმოჩნდა კანონი ქმედითი და რა აზრი ჰქონდა რეგულაციებს იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები საიტებზე ფეიკ-ექაუნთებით რეგისტრირდებიან. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გვითხრა, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებული არაა.

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამირება, 2022 წლის მარტიდან აიკრძალა გემბლინგის შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებულ ვადაში განიხილეს. პარლამენტმა მას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. მმართველ გუნდში ინიციატივის მთავარ მიზეზად ლუდომანიასთან ბრძოლას ასახელებენ.

მეტის ნახვა