"ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ და ვკვდებით საქართველოსთვის" - ბათუმში, რუსეთთან ფრენების აღდგენა ისევ გააპროტესტეს

აქცია

ფოტო: სალი უსტალიშვილი

„ვცოცხლობთ, ვსუნთქავთ და ვკვდებით საქართველოსთვის“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა, ამ ფორმით, მოსკოვი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს.

ორგანიზატორები, ქუჩაში გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად, ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებასაც ასახელებენ. ისინი ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის პოზიცია საზოგადოების პოზიციას არ წარმოადგენს.

მეტის ნახვა