ვითარება უკრაინაში

პუტინის ომის 70-ე დღე უკრაინაში. ოკუპანტების ახალი სამიზნე ქვეყნის დასავლეთია. ლვოვში, აგრესორებმა სამი სარაკეტო იერიში  ერთდროულად რკინიგზის სადგურებზე მიიტანეს. ე.წ. საკრუიზო რაკეტებით ის ლიანდაგები დაბომბეს, საიდანაც უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობა შედის. რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის მოლოდინში, ხელმძღვანელობა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. კიევის იმ სოფლებში, რომლებიც მტერს კვირების განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდა, პოლიციამ დამატებით 20 დაღუპული უკრაინელი მოქალაქის ცხედარი იპოვა. საერთო ჯამში რეგიონში, უკვე იპოვეს და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 1 235 ადამიანის ცხედარს.

მეტის ნახვა