ახალი ამბები • 1769693544
უმაღლეს საბჭოში 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს
პოლიტიკა
1651237118
აჭარის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლებთან ერთად, ცალკეული სამთავრობო უწყების მიერ შესრულებულ ვალდებულებებზე, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
მეტის ნახვა






















