თვითმმართველი ქალაქი საკრებულოს გარეშე

თვითთმართველობის გარეშე დარჩენილი თვითმმართველი ქალაქი. ბათუმის საკრებულო, რომ ვერა და ვერ დაკომპლექტდა ეს საკითხი ახალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წარმოამდგენლობითი ორგანოს ვალდებულებაა თვეში ერთხელ მაინც მოიწვიოს სხდომა და ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხსებზე იმსჯელოს ეს ასე არ ხდება. გასულ თვეში, ოპოზიციამ სხდომა ორჯერ ჩანიშნა, თუმცა ჩაიშალა რადგან, ქართული ოცნება ბოიკოტის რეჟიმზეა და მოწვევა ლეგიტიმური ვერ გახდა. რა ბედი ელის ქალაქს? იმ შემთხვევაში თუ კი  საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღება უკიდურესად აუცილებელი გახდება, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ბათუმის და ბათუმელების ბედზე?

თითქმის სამი თვეა წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდა. მოქალაქეებმა ახალი შემადგენლობაც აირჩიეს, ამის მიუხედავად, ბათუმის  წარმომადგენლობითი ორგანო სრულფასოვანად, ამ დრომდე, ვერ ფუქციონირებს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისი, პიკზეა. ქალაქის ბედი კი, უკიდურეს საფრთხეში. რეზო ხარაზის თქმით, თუ კი  ბიუჯეტში ცვლილებები დროულად არ შევა, ბათუმელებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამები შეფერხდება. ხელისუფლების მთავარი ოპონენტები თვლიან, რომ ორივე მხრიდან დათმობების დრო მოვიდა.

პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ ექსპრემიერის პარტიაშიც. აკაკი გვიანიძე მეტწილ პასუხისმგებლობას, მმართველ გუნდს აკისრებს. მისი თქმით, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ამოქმედებისთვის, ბიუჯეტში ცვლილებებია საჭირო. ამ ყველაფრისთვის კი, წარმომადგენლობითმა ორგანომ, ჯერ, თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. სხვა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. რომელმაც შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული სურათი შექმნას.

საკრებულოს შეკრება და თავმჯდომარის არჩევა უმთავრესად მიაჩნიათ ლელოში. ირაკლი კუპრაძის თქმით, თუ კი პოლიტიკური პაექრობა არ დასრულდება და თვითმმართველობა  სრული შემადგენლობით მუშაობას  დროულად არ  დაიწყებს, სიტუაცია არ გამოსწორდება. მისი თქმით, ბათუმში კრიზისი ყოველდღიურად იზრდება, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.

ჩვენ ბუნებრივია დავისნტერესდით, რა გეგმები აქვთ კრიზისისგან თავის დასაღწევად, მმართველი გუნდის წევრებს. საკრებულოს „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატისგან კითხვებზე საპასუხოდ მზად არავინ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, ისიც, რომ არშემდგარ საკრებულოს, ქალაქისთვის ჯერ არცერთი დღე უმუშავია, თუმცა მმართველი გუნდის წევრები ყოველთვიურ ანაზრაურებას მოქალაქეების ხარჯზე მაინც იღებენ.

მეტის ნახვა