თვითმფრინავის ბილეთი ჰააგის მიმართულებით - დაბადების დღის საჩუქარი პუტინს ბათუმიდან

პერფორმანსი ბათუმის ბულვარში. მონაწილეები პუტინის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ. გავრცელებულ ვიდეოში, მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, დაბადების დღეზე, უნდა შეუძინონ საჩუქარი - თვითმფრინავის ბილეთი ჰააგის მიმართულებით. მათ ზღვისპირა პარკში, სიმბოლურად, მიიტანეს საგზური და გამოთქვეს იმედი, რომ ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასასვენებლად წავა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოქალაქეების უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. მოსამართლეებმა თავდაპირველად განიხილეს ორდერის საიდუმლო ვითარებაში გაცემა, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ გასაჯაროება დანაშაულთა შემდგომი ჩადენის პრევენციაში შეიტანს წვლილს. ცნობისთვის, მოსკოვი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.

მეტის ნახვა