ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში - შეხვედრა უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა იყო.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების მიღებით, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს,  ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ.

მეტის ნახვა