წამზომი ჩართულია - სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს პრემიერის გადასაყენებლად ერთ კვირას აძლევს

ივანიშვილი ღარიბაშვილი

წამზომი ჩართულია - ახალი სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირას აძლევს, რომ გადააყენოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. აქციაზე "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები შოთა დიღმელაშვილმა გაახმოვანა. 

"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახვებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს"  - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

მეტის ნახვა