თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო მოძრაობას "შინ ევროპისკენ" "ლიბერასტებს" უწოდებს

„ლიბერასტები“ - ასე მოიხსენია თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო მოძრაობა - „შინ ევროპისკენ“. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე გასულ კვირას გამართულ აქციას გამოეხმაურა.

რიჟვაძემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და თქვა, რომ არავის აქვს ოცნებად, ხელისუფლება ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადასცენ. მისი განმარტებით, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, ყველაფერი გეგმაზომიერად კეთდება.

მეტის ნახვა