თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ან მისგან გათავისუფლებას ეხება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და მოწმეები იკითხებიან. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები იუსტიციის მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ.

დაგეგმილია პენიტენციური სამსახურის მოწმეების დაკითხვაც. მათ შორისაა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომაზე განაცხადა, კლინიკა ვივა მედმა მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გასცა, დისტანციურ ჩართვაზე კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად სააკაშვილმა თქვა უარი.

მეტის ნახვა