სუს-ის მტკიცებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობას" გეგმავს

სუს-ის მტკიცებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობას" გეგმავს. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა". მათი განცხადებით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების" თარიღებად შერჩეულია პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გეგმის ავტორებად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებს ასახელებს. სუს-ი ამტკიცებს, რომ ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა იგეგმება.

სუს-ის განცხადებით, "აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში, საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.

მეტის ნახვა