ახალი ამბები • 1731073761
სოციალური პრობლემების გადაჭრიდან ომის არ დაშვებამდე - რატომ შეცვალა ივანიშვილმა წინასაარჩევნო აქცენტები
12 წელი „ოცნების“ მმართველობიდან. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში უკვე მესამე ვადითაა. სახელისუფლებო ძალას ამბიცია არ განელებია, წელსაც, წინასაარჩევნოდ, ჩვეული თავდაჯერებულობით უხვ დაპირბებებს გასცემს, თუმცა არის ერთი რამ, რაც ყურადღების გამახვილებად ღირს. თუკი 2012 წელს, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე თანამოქალაქეებს კარგ ცხოვრებას, იაფ კომუნალურებს, უპროცენტო კრედიტებს, ფაბრიკა ქარხნების აგუგუნებას, მაღალ ხელფასებს და სხვა სიკეთეებს ჰპირდებოდა, დღეს სოციალური საკითხები ივანიშვილის პროგრამიდან საერთოდ გაქრა. „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“- ივანიშვილის მთავარი წინასაარჩევნო მესიჯები, 12 წლის შემდეგ უკვე ომის საფრთხის რიტორიკაზეა აგებული. უცხოელ პარტნიორებთან დამოკიდებულება მხოლოდ თავდასხმა და დაპირისპირებაა. პოლიტიკური ოპონენტებისგან კი მტრის ხატია შექმნილი. რატომ შეცვალა ივანიშვილმა წინასაარჩევნო აქცენტები?
1730961457
1726854943
1726726009