ახალი ამბები • 1728068947
სჯერა თუ არა საზოგადოებას პრეზიდენტის პოლიტიკური ორიენტაციის | გამოკითხვა
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო 3 ოქტომბერს განიხილავს. პარლამენტი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის 52-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილის დარღვევას ედავება. მთავრობას არ მოსწონს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი დასავლეთს თანხმობის გარეშე სტუმრობს და ლიდერებს ხვდება. თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, მაშინ, პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს, კენჭს უყრის. როგორია საზოგადოების განწყობა, სჯერათ თუ არა მოქალაქეებს ზურაბიშვილის პოლიტიკური ორიენტაციის და მოსწონთ თუ არა მისი გადაწყვეტილებები?
სჯერათ თუ არა სალომე ზურაბიშვილის და რას ფიქრობენ მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე - ეს კითხვა დღეს მოქალაქეებს დავუსვით. ცვალებადი პოზიცია და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები - ასე აფასებენ, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკას, ჩვენი რესპონდენტები. დიდი ნაწილისთვის, იგი, არა ქართველი ერის, არამედ, ოპოზიციის ინტერესების გამტარებელია.
ოცნების ხელისუფლების პრეზიდენტისგან, „ქართული ოცნების“ გუნდის საწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებას, დიდი ხანია, აბნევს. ბევრს უჭირს მსჯელობა, სალომე ზურაბიშვილი გულწრფელია თავის პოლიტიკურ ორიენტაციაში თუ ეს, ისევ, ბიძინა ივანიშვილის ორი განსხვავებული სცენარის ნაწილია.
ნაწილს სრულიად სხვა შეფასება აქვს. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი ადარდებს და არც ქართველი ხალხის ინტერესი. მოქალაქეების შეფასებით, პრეზიდენტს, დასავლური პოზიცია, მხოლოდ, საკუთარი მომავლისთვის უჭირავს.
პრეზიდენტის იმ ქმედებას, რომ დასავლეთის ქვეყნებში შეხვედრები, დამოუკიდებლად, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე გამართა, საზოგადოების ნაწილი, ამართლებს. ხალხი ფიქრობს, რომ მთავარი შედეგია - წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ და ამისთვის, ყველა საშუალება გამართლებულია.
სად არის ჭეშმარიტება - არავინ დაობს, რომ ეს პოლიტიკაში რთული ამოსაცნობია. მაინც, ყველას საკუთარი აზრი აქვს და პასუხები, ისევ, პოლიტიკური გემოვნების და ადამიანის ღირებულებების შესაბამისია.
1726726009