ახალი ამბები • 1728068947
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", მათ შორის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", მათ შორის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა რეაგირებისთვის.
ის იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არჩევნები კი თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ EU გამოიყენებს ბერკეტებს.
"ევროკავშირმა პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ნამდვილად შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ახლოს მიიყვანდა ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რამდენიმე მოვლენა იყო, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ვთქვით, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.
ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასე გვინდა მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
1726726009