ახალი ამბები • 1731073761
სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე მან არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების კადრები აჩვენა და თქვა, რომ ეს ხალხის მიერ შეგროვებული მასალა ამტკიცებს 26 ოქტომბრის არჩევნების "მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას".
"პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, რაც კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია, რომ იყოს პროკურატურას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. ასე, რომ შეუდგეს პროკურატურა თავის საქმე, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.[...]
როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ ჩემს სამუშაოს და არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას"- თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებითვე, პროკურატურაში დაბარება "უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს"."პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემი მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა", - თქვა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 28 ოქტომბერს დიმიტრი მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის "გადაყენებასა და დაჭერაზე" მიუთითა.
1730961457
1726854943
1726726009