საკადრო ცვლილებები ენმ-ში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა დასრულდა. არის ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ, დღეს, მედიის ყურადღება  მთელი დღის განმავლობაში მთავარი ოპოზიციური ძალის ყრილობისკენ იყო მიმართული. ცნობილი ხდება, რომ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩიეს, ხოლო მისი მოადგილის თანამდებობას აკაკი მინაშვილი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ნიკა მელია უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე კი, პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.

რამდენიმე საათიანი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ზაალ უდუმაშვილის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია, სიმართლე აღმოჩნდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ამიერიდან ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს. სახელისუფლებო გუნდი მთავარი ოპოზიციური ძალის საკადრო ცვლილებებს არასერიოზულად აფასებს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარტიას პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღების მზაობა არ აქვს და მხოლოდ დესტრუქციაზეა ორიენტირებული.

„ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა.“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა ყველა პარტია დაკავებული იყოს იმაზე ზრუნვით, თუ როგორ გაუმკლადეს ქვეყანა არსებლ პანდემიურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.

საბოლოოდ, ფაქტია, რომ 2022 წელი პოლიტიკური ცვლილებებით დაიწყო. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ვითარება უახლოეს მომავალში, 

მეტის ნახვა