რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს - ამის შესახებ შარლ მიშელმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულსა და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”, - განაცხადა მიშელმა.

მიშელი აქცენტირდა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზეც.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, - აღნიშნა მიშელმა.

შეგახსენებთ, 7 აპრილს, გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

მეტის ნახვა