რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი საქართველოში

იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და იქ მაცხოვრებელ მშვიდობიან მოქალაქეებს, ამ წუთებშიც ბომბავს. დასავლეთი ოკუპანტს მორიგ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. საქართველო რუსეთთან ამ დრომდე  მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ინარჩუნებს და ოკუპანტთან ურთიერთობის შეწყვეტას არ გეგმავს, თუმცა ისმის კითხვა - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ დანაპირებს აასრულებს და რუსეთი სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა? 

მას შემდეგ, რაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, ნატოს ჯარების აღმოსავლეთით, კონკრეტულად კი, საქართველოსა და უკრაინაში ინტეგრაციაზე საგანგაშო განცხადებებს აკეთებდა, დასავლეთი კრემლს დამანგრეველი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. რუსეთის სამხედრო შენაერთები, უკრაინას, 24 თებერვალს 3 მხრიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და რუსეთიდან დაესხა. დასავლეთი ომში არ ერთვება და ოკუპანტს, ცხელი პროცესების პარალელურად, მხოლოდ, მორიგ ეკონომიკურ სანქციებს აკისრებს, რომელიც, სავარაუდოდ, გრძელ ვადიან პერსპექტივაში იმუშავებს.

2013 წლიდან, დიდი ჩაკეტვის შემდგომ, საქართველოსთვის რუსეთის ეკონომიკური ბაზარი აღდგა, „ოცნებამ“ ვაჭრობა განაახლა და დღეს, ჩვენი ქვეყანა ოკუპანტის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა. ბოლო კვლევების თანახმად, რომლებსაც საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს, ირკვევა, რომ რუსეთი, ქვეყნის, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს და იმპორტის მიხედვით რუსული წილი 30 ათასზე მეტი აშშ დოლარით გაიზარდა. რა ზიანი მიადგება რუსეთს მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან გარიცხვის შემთხვევაში?  რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება გამოიღოს ეკონომიკურმა ბლოკადამ რუსეთზე დამოკიდებული საქართველოსთვის? ამ კითხვებით ეკონომისტებს მივმართეთ.

საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებითაა დამოკიდებული, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო ეკონომიკა, რომ რუსეთზეა დამოკიდებული, ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორბლის სასურსათო მოხმარება 70%-მდე რუსეთზე მოდის პროდუქტის იმპორტში კი, რუსეთის წილი 90%-ზე მაღალია.  იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი დანაპირებს რუსეთს აუსრულებს, ისედაც გაზრდილი პურის ფასი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს.

დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მიმართ აფასებს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. მთავრობის მეთაური საგარეო ეკონომიკურ მდგომარეობაზე მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციები არ განხორციელდება, ამას კი, ქვეყნისთვის ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდებიტ ხსნის.  

მმართველობის 22 წლის შემდეგ, კრემლის ერთპიროვნული ლიდერი იმპერიალისტური ზრახვებისა და საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას უკრაინიდან იწყებს. რაც არ უნდა თავი შევიკავოთ და „ოცნებამ“ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას მიჰყოს ხელი, მსოფლიოში არსებულ ვითარების შედეგად მოსალოდნელ, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ვერც ჩვენი ქვეყანა გაექცევა.

მეტის ნახვა