ახალი ამბები • 1656752721
რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ უკრაინისთვის, ჩამოწერეთ - კობახიძე ოპოზიციას
პოლიტიკა
1653300178
„რადიკალურ ოპოზიციას, მის ლობისტებს ვთხოვთ, ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ უკრაინასთან მიმართებაში.“ ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპონენტები მსგავს ფაქტებს ვერ დაასახელებენ, რადგან, მმართველ გუნდს არაფერი დაუკლია, ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ომში არ გახვიეს.
მისივე განცხადებით, საქართველომ უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის მხარდასაჭერად როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული მხარდაჭერა გამოხატა.
კობახიძის განმარტებითვე, საქართველოს ხელისუფლებას კითხვის ნიშნები აქვს უკრაინის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მისი შეფასებით, ახლა, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა