რა თქვა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე

ჩვენი ოპონენტები, რომლებიც მოტივირებულები არიან  ანგარებით ამ პროგრამის მაქსიმალურ დისკრედიტაციას ცდილობენ - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამაზე საუბრისას გააკეთა. განცხადება კი, ოპოზიციის წევრების მისამართით იყო, რომლებიც  K2 კოეფიციენტის გაზრდაში ბათუმის ჩაბეტონების საფრთხეს ხედავენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, აღნიშნული პროგრამის დასაწყებად, 80 მლნ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო.  რიჟვაძის განცხადებით, 3 წლის ვადაში პროგრამით  ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

მეტის ნახვა