ახალი ამბები • 1728068947
ქედის მერია საარჩევნო კოდექსს არღვევს
პოლიტიკა
1727718960
„ქართული ოცნების“ დელეგატების ფოტოები ქედის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. უწყება საარჩევნო კოდექსს არღვევს. ,,შემოდგომა ღორჯომში"- ფესტივალის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელში გუშინ გამოჩნდა. სურათებში ჩანს როგორც ხულოს ყოფილი მერი ვახტანგ ბერიძე , ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ყოფილი მოადგილე მამუკა თურმანიძე. ისინი მმართველმა პარტიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ დელეგატებად დაასახელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ამბობენ, რომ ეს კანონდარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. ქედის მერიის პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1...
1726726009
მეტის ნახვა