ქართველთა უმრავლესობა რუსეთებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერს - NDI-ის კვლევა

რუსები ლარსზე

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, აღნიშნულ თემაზე კითხვას დადებითად 69%-მა უპასუხა, 21% თქვა, რომ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

სავიზო რეჟიმის შემოღების მხარდაჭერა, კიდევ უფრო მაღალია, თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში. NDI-ის კვლევაში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. 

მეტის ნახვა