პროევროპული კამპანიების ჩაშლის მცდელობა

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, ევროკავშირის წევრობა, რომ  ნამდვილად სურს, ეს არა ერთხელ დადასტურდა.  ქვეყანაში იმართება სახალხო გამოსვლები და ქართული საზოგადოება ცდილობს ევროკავშირს აჩვენოს, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ ევროპული ოჯახის წევრობას. მოსახლეობის პროტესტის ტალღა ევროინტეგრაციისთვის სტატუსის მიღების ხელიდან გაშვებულმა შანსმაც განაპირობა. დაიგეგმა 3 ივლისის მასშტაბური აქცია. პარალელურად, ეწყობა პროევროპული  კამპანიები. რაზეც, არაადეკვატურად რეაგირებს ქართული ოცნების პარტაქტივი. ვინ ცდილობს, პროვოკაციების მოწყობას და რატომ? საქმის მთავარი ფიგურანტები, ძირითადად მმართველი პარტიის წევრები ან მხარდამჭერები არიან. აგრესიულად განწყობილი ადამიანები, ხმაურს მაშინ იწყებენ, როდესაც „შინ ევროპისკენ“ წევრები, ფლაერებს არიგებენ და მოქალაქეებს დედაქალაქში, პარლამენტთან მისვლას სთხოვენ.

მისწრაფებები და მიზნები, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, ირაკლი ღარიბაშვილის ამ ინტერვიუში მხოლოდ სიტყვებით გამოიხატება. ბრძოლაში, შეუპოვრობაში და მთავრობის ათწლიან თავდაუზოგავ შრომაში რას გულისხმობდა თავად განსაზღვრეთ. ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გაწერილი ყველა დათქმის შესრულებისთვის, მთავრობა "მობილიზებულია".

რას გულისხმობდა, ირაკლი ღარიბაშვილი, "მობილიზებაში", ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა. ყოველთვის ხმაურია იქ, სადაც სამოქალაქო აქტივისტები პროევროპულ კამპანიებს აწარმოებენ. აგრესიულად განწყობილი ფიგურანტები კი, მმართველ გუნდს წარმოაგენენ. ეს, გაბრიელ კამაევია. „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის, ახალგაზრდული ფრთის წევრი და აქტიური მხარდამჭერი. მისი გამოჩენა, განსაკუთრებულ ხმაურს მაშინ იწვევს, თუ კი, სიახლოვეს მმართველი გუნდის ოპონენტები ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არიან. მაგალითად გუშინ, იმ დროს, როდესაც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წევრები, სამ ივლისს დაანოსებული აქციის კამპანიას მართავდნენ, მშვიდობიან მოქალაქეებთან მივიდა და მათ პროვოცირებას შეეცადა.

იმ შემთხვევაში თუ კი, ხელისუფლებას ევროპელობა სურს, რატომ იწყება "ქართული ოცნების პარტაქტივის მიერ, ხმაური იქ, სადაც პროევროპული კამპანიები იმართება? პროვოკაციებს, სისტემატური სახე მიეცა. მმართველი პარტიის ზონდერები, გუშინ, სტუდენტებს ფიზიკურად სწორედ მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული პროევროპული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა.

მსგავსი ფაქტები არქივში კიდევ მრავლადაა. რას ცდილობს ხელისუფლება ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებებით? ციალა ქათამიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს კითხვაზე პასუხი - როდის დაიწყება სვლა ევროკავშირისკენ? არ აქვს. მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წევრის თქმით, სწორედ ამიტომ მუშაობს მმართველი გუნდი იმისთვის, რომ პროევროპული კამპანიები ჩაშალოს.

პროევროპული კამპანიების ჩაშლის მცდელობებეში, ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს მალხაზ ჭკადუაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი ამბობს, რომ კამპანიების დროს, ყველა რეგიონში ადგილზე ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირები ხვდებოდნენ, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის პანიკური შიში აქვს - ასე აფასებს გიორგი კირთაძე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი, ადამიანებს, თავისუფალი აზრის გამოხატვას, ძალადობრივი მეთოდებით უზღუდავს.

დაშინების, ძალადობის, პროვოკაციებისა თუ პროევროპული კამპანიების ჩაშლის მცდელობების მიუხედავად. სამ ივლისს, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან, მასშტაბური აქციის, „შინ ევროპისკენ“, გამართვას მაინც აპირებენ.

მეტის ნახვა