პირველ 6 თვეში პარლამენტის 41 წევრს მიკროფონი ან საერთოდ არ აქვს ჩართული, ან მხოლოდ ერთხელ ჩართეს - "ფლანგვა"

ფლანგვა

2022 წლის პირველ 6 თვეში პარლამენტის 41 წევრს მიკროფონი ან საერთოდ არ აქვს ჩართული, ან მხოლოდ ერთხელ ჩართეს, - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ  "ქართული ოცნების" 18 მდუმარე დეპუტატიდან 4, 2022 წლის პირველი ნახევრის გარდა, მთელი 2021 წლის განმავლობაშიც დუმდა.

26 მდუმარე დეპუტატიდან, რომელთაც საპარლამენტო სესიებზე ხმა საერთოდ არ ამოუღიათ, 8 ოპოზიციის წარმომადგენელია.

დროის ამ მონაკვეთში გამართული 26 პლენარული სხდომიდან 7 არასაპატიოდ გააცდინა ელისო ბოლქვაძემ, ხოლო 13 ნონა მამულაშვილმა.

ქართული ოცნების 18 მდუმარე დეპუტატიდან 4,  2022 წლის პირველი ნახევრის გარდა, მთელი 2021 წლის განმავლობაშიც დუმდა. 

NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის:

  • 62% უკმაყოფილოა პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობით
  • 64% თვლის, რომ მოქმედი პარლამენტის წევრები მათ პრობლემებს არ მოაგვარებენ
  • 73% თვლის, რომ პარლამენტის წევრები მოსახლეობას რეგულარულად არ ეკონტაქტებიან
  • აგრეთვე, 62% საქართველოს არადემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, - წერია განცხადებაში.
მეტის ნახვა