ოპოზიციის კრიტიკა ღარიბაშვილს - რა ჰკითხეს პრემიერს პარლამენტში?

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, პრემიერს ოპოზიციის კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, მთავრობის მეთაურს ჰკითხა, ატყობდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომ  ვერ ვითარდება.

შემდეგი იყო რომან გოცირიძე, რომელმაც პრემიერს ჰკითხა, რატომ ვერ ამბობს რუსეთის პრეზიდენტის სახელს საჯაროდ. „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ღარიბაშვილს შეახსენა, რომ ბოლოს, ვლადიმერ პუტინი 2014 წელს ახსენა.

ოპოზიციის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ კი, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერს მისივე დანაშაულები შეახსენა. ენმ-ს წევრმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რატომ  არ მისცეს პასუხისგებაში იმ ბრალდებების გამო, რომელშიც მას ბიძინა ივანიშვილი ადანაშაულებდა.

საბოლოოდ, "სტრატეგია აღმაშენელის" წევრმა პრემიერის დღევანდელი გამოსვლა ხრუშოვის გამოსვლას შეადარა. თეონა აქუბარდიამ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ მისი მოსხენება საბჭოური ლოზუნგის სტილში იყო.

მეტის ნახვა