ნატოს გენერალურმა მდივანმა ღარიბაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„შეხვედრა გაუქმებულია,“- წერია ინფორმაციაში.

ალიანსი სხვა დეტალების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს. მიზეზებზე ვერც "ქართულ ოცნებაში" საუბრობენ. მმართველი პარტიის დეპუტატები ჟურნალისტებს ურჩევენ, მიზეზებით არ დაინტერესდნენ და პოზიტიურ ამბებზე კონცენტრირდნენ.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური  მდივანი დღეს  დილიდან  ფინეთის და შვედეთის ელჩებს შეხვდა და მათგან ნატოში გაწევრიანების განაცხადიც მიიღო.

მეტის ნახვა