ნათლად აჩვენა როგორ მუშაობს, "ოცნების" პროპაგანდისტული მანქანა - ელენე ხოშტარია TV25-ის ექსკლუზივზე

"TV25"-ის ექსკლუზივს გამოეხმაურა პარტია, „დროა“-ს ლიდერი. ელენე ხოშტარიას განმარტებით, მომზადებულმა რეპორტაჟმა, ნათლად აჩვენა თუ როგორ მუშაობს, ,,ქართული ოცნების'' პროპაგანდისტული მანქანა და როგორ იყენებს ხელისუფლება, ყველას, ბოროტად, მათთვის საკეთილდღეო საქმეებში.

შეგახსენებთ, რომ ,,TV25''-მა სახელისუფლებო ტროლების სქემა გაშიფრა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, როგორ იყენებს მმართველი გუნდი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ისინი, აჭარიდან ოპოზიციის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის წევრების დისკრედიტაციას ეწევიან.

მეტის ნახვა