მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის - აშშ-ის საელჩო

საელჩოს მილოცვა

ამერიკის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის.

აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით.

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! - წერია საელჩოს განცხადებაში.

მეტის ნახვა