კრიტიკული მედიების წარმომადგენლები კელი დეგნანს შეხვდნენ

კრიტიკული მედიების წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდნენ. მედიამენეჯერებმა კელი დეგნანთან ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ მოლოდინი და განწყობა პოზიტიურია.

მისივე განმარტებით, დიპლომატს სთხოვეს, რომ ნიკა გვარამიასა და მედიის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი გამოიყენოს.

მეტის ნახვა