ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის გარიგებაა, ინფორმაცია არ საჯაროვდება - რეზო ხარაზი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ხელისუფლებას კვლავ კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექცია არ ასაჯაროებს, ზედამხედველობის განხორციელების შემდეგ, რომელ ობიექტზე გამოვლინდა დარღვევა.

მისი თქმით, მერიას კონკრეტული შპს-ების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ სთხოვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ხარაზი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის გარიგებაა, რასაც ქალაქში არსებული უკანონო დაშენებებიც ადასტურებს. იგი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

თემაზე საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა.

მეტის ნახვა