იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება - NATO

სტოლტენბერგი ღარიბაშვილი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე განახლდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, თუმცა დილით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა გაუქმდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ პრემიერი ღარიბაშვილის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.

მეტის ნახვა