გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ საზეიმო ევროპული საქართველოსთვის - პრეზიდენტი

გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ საზეიმო ევროპული საქართველოსთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2023 წელი ჩვენი ქვეყნისა და მისი ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.

პრეზიდენტმა ყურადღება ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეზეც გაამახვილა. თქვა, რომ თარიღი შემთხვევითი არ არის და ნიკოლაძე იყო ის, ვინც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის.

მეტის ნახვა