ახალი ამბები • 1756410394
ფოტო გრაფიკოსს "გაეპარა" - რას ამბობენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში საკრებულოზე მომხდარ ფაქტზე?
პოლიტიკა
1702973354

ფოტო: თამარ კიკნაძე
ფოტო გრაფიკოსს "გაეპარა" - ასე ახსნეს ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ფაქტი, როცა ქალაქის მერმა მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთის რუკით მიულოცა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიღო. თეკლა ჩიჩუამ განაცხადა, რომ პრეზენტაციის შინაარსობრივ მხარეზე თავად იყო პასუხისმგებელი, ფოტო კი გრაფიკოსს "გაეპარა".
აქვე გეტყვით, რომ ჩიქოვანს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მის პოზიციას ამ დრომდე ველოდებით.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა