"ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც მოვიწონეთ" - პრემიერი სერგეი ლავროვის განცხადებაზე

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი გამოეხმაურა რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხსაც. ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ეს "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და საქართველოს მთავრობის სახელით მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკება არავის გაუმართავს".

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მხოლოდ „დაამოწმა და მოიწონა".

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. სერგეი ლავროვი თქმით, ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.

მეტის ნახვა