"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც მტრის ხატი - ქვეყანა, სადაც ყველაფერი ოპოზიციას ბრალდება

„ნაციონალი ხარ!“ - თუ კი, რომელიმე საკითხზე ღია ალაპარაკდებით სწორედ ამ იარლიყს მოგაკერებენ.  განსხვავებული აზრის დაფიქსირება ამ ქვეყანაში ოპოზიციის მხარდაჭერასთან ასოცირდება. შესაძლოა თქვენი პოლიტიკური გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ამ პარტიის ღირებულებებისგან, თუმცა ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემთხვევაში მის მხარდამჭერად უაპელაციოდ გაცხადებენ. ფაქტი ისაა, რომ ადამიანებს ხშირად თავის მართლების პოზიციაში უწევთ ყოფნა. როგორ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მტრის ხატი და რამდენად კარგად მუშაობს ეს სტრატეგია?  ქვეყანა, სადაც ყველაფერი ოპოზიციას ბრალდება.

საკითხს და თემას მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანაში თუ რამე გაფუჭდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, შემოკლებით „ნაცების“ ბრალია. „ოცნების“ გუნდმა ბოლო 10 წლის მანძილზე ოპოზიციის სახე, როგორც მტრის ხატი, წარმატებულად შექმნა. აბრალებენ ყველაფერს, რისი დაბრალებაც შეიძლება. საზოგადოებაც დიდი ხანია ორად გაიყო - ნაცებად და ქოცებად. თუ კი პრობლემა გააპროტესტე ან ქვეყანაში არსებული სურათი დაიწუნე, არავინ დაეძებს შენს პოლიტიკურ გემოვნებას, იარლიყი მზადაა: „ნაცი ყოფილა“.

ჩვენი რესპონდენტი სოციალური ქსელის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. მის გვერდზე სხვადასხვა შინაარსის პოსტს იპოვით. არ ერიდება არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის კრიტიკას, თუმცა მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია. უწევს მტკიცება, რომ „ნაცი“ არ არის.

იამზეს მსგავს სიტუაციაში ბევრია. სოციალურ ქსელებში ამის მაგალითების პოვნა რთული არ არის.

პოლიტოლოგებს „ოცნების“ მიერ არჩეული სტრატეგია არ უკვირთ. მმართველი პარტიის ტაქტიკას საკუთარი შეცდომების გადაფარვის მცდელობით ხსნის გია მასალკინი. ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა საუკეთესო თავდაცვის ვარიანტი თავდასხმა გამოდის.

მტრის ხატის შექნის სტრატეგია არახალია კიდევ ერთი პოლიტოლოგისთვის. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო პროპაგანდამ ეფექტი დაკარგა, თუმცა მუშაობას დღემდე განაგრძობს. ამბობს, რომ ოპოზიციაზე ყველაფრის გადაბრალების ტაქტიკით მთავრობა საკუთარი ალტერნატივის დაკნინებას ცდილობს.

ის, ვინც რამდენიმე წლის წინ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სახელმწიფოს აშენებას თავად ცდილობდა, დღეს ამბობს, რომ ამ მეთოდით ივანიშვილის თანამოაზრეებს ტოტალიტარული მმართველობის დამყარება სურთ. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოცნების ნარატივი მარტივად გასაშიფრია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნაცი ზოგადი სიტყვაა და მმართველი გუნდის განმარტებით მტერს ნიშნავს.

რის მიღწევას ცდილობს მმართველი გუნდი, როცა ყველასთვის ცნობილ პრობლემასაც „ნაციონალებს“ უკავშირებს? ფილოსოფოს ლალი ანთიძეს მიაჩნია, რომ ამით „ოცნება“ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს. მისივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილი „საფრთხობელა“ მხოლოდ მისივე ამომრჩეველზე მუშაობს.

ვიდრე ოცნება ყველა პრობლემის მიღმა ნაციონალს ხედავ, სიტუაცია უკვე კომიკურს გასცდა.

მეტის ნახვა