ახალი ამბები • 1702066781
"ეროვნული შატალო" - ხვალ, ბათუმელი ახალგაზრდები აქციას აანონსებენ
პოლიტიკა
1695721562
„ეროვნული შატალო“ - ხვალ, ბათუმელი ახალგაზრდები აქციას აანონსებენ. სოხუმის ქუჩის 27 ნომერში, 12 საათზე შეიკრიბებიან და მოაწყობენ მსვლელობას სლოგანით - "აფხაზეთი საქართველოა". ისინი ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მივლენ და აფხაზებს მიმართვას გაუგზავნიან, შემდეგ კი, ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ.
ბათუმელი ახალგაზრდები, მსგავსი აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებენ თანატოლებს სხვა რეგიონებშიც. ეროვნული შატალოს იდეა და აქცია სოხუმის დაცემის 30 წლისთავს ეძღვნება. პერფორმანსის სტარტის ადგილი - სოხუმის 27 ნომერიც სიმბოლურად შეირჩა.
შეგახსენებთ, ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტისას, რომელშიც აფხაზ სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა, სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1701807096

როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბრამდე | პროგნოზი
1699261403
მეტის ნახვა