ექნება თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის ნაწილის მიერ დაწყებულ მოლაპარაკებებს

ექნება თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის ნაწილის მიერ  დაწყებულ მოლაპარაკებებს - პარტიებმა, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის, ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობენ,  ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,  კანონპროექტებზე მუშაობაც დაიწყეს.  ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელური პროცესის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას არ უერთდება კოლეგებს აკრიტიკებენ და ამბობენ რომ აღნიშნული პროცესი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპარლამენტარების და ევროკომისიის მოთხოვნებს. მმართველი გუნდი კი, ოპონენტების მცდელობას პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნებად მიიჩნევს.

მეტის ნახვა