ენმ-ს მაჟორიტარი სავარაუდოდ ნუგზარ ფუტკარაძის შვილი იქნება

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ნუგზარ ფუტკარაძის შვილს დაასახელებს, სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბექა ფუტკარაძის მაჟორიტარად წარდგენა, სიმბოლური და სტრატეგიული იქნება. ნუგზარ ფუტკარაძემ, მმართველი გუნდის კანდიდატი, ორი ოქტომბრის არჩევნების პირველივე ტურში დაამარცხა, თუმცა, 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ხელისუფლების ოპონენტები მის გარდაცვალებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. ამტკიცებენ, რომ გადაბირების მიზნით, მასზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობდა.

მეტის ნახვა