ახალი ამბები • 1769693544
ენმ-ს აჭარის ორგანიზაცია ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს - რას ითხოვენ პარტიაში?
პოლიტიკა
1651226407
„ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაცია, საგანგებო რეჟიმზე გადადის და ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს. მათი მთავარი მოთხოვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აქციები 6 მაისიდან გაიმართება.
პარტიაში ამბობენ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო შეკრებები, ყოველდღიურად, სხვადასხვა ფორმით წარიმართება. პირველი აქცია 6 მაისს 7 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთანაა დაგეგმილი. გუნდი მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა მათივე თქმით, სიჩუმით ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილე არ გახდნენ.
მეტის ნახვა






















