ენმ დღეისთვის დაანონსებულ შეკრებას საზაფხულო თეატრში ვერ გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“, დღეისთვის დაანონსებულ შეკრებას, საზაფხულო თეატრში ვერ გამართავს. სანებართვო მოთხოვნას, მერიამ ოფიციალურად არ უპასუხა. უწყებაში, საკრებულოს წევრებს სიტყვიერად განუმარტეს, რომ სივრცეს, პოლიტიკური შეკრებისთვის არ დაუთმობენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს, პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანების შეკრების ეშინია, თუმცა, ისინი, პირველი აპრილიდან, თავისუფლების კვარტალში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

მეტის ნახვა