ახალი ამბები • 1653483916
დღეს, ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება
პოლიტიკა
1642053901
დღეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა გაიმართება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ვანდალიზმის ფაქტი ქედაში - მუნიციპალიტეტშ...
1651575808
მეტის ნახვა