დედაქალაქში დაგეგმილ აქციას ბათუმიდან, ახალგაზრდებიც უერთდებიან

ახალგაზრდა

დედაქალაქში დღეს დაგეგმილ მასშტაბურ აქციას ბათუმიდანაც უერთდებიან. ახალგაზრდების განცხადებით, ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროპული მომავლის დასაცავად მიდიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან გორგილაძის განმარტებით, აქციას სტუდენტებთან ერთად უერთდებიან. 

“საქართველოს ყველაზე ევროპული ქალაქიდან, ბათუმიდან ახალგაზრდები, სტუდენტები დედაქალაქში აქციაზე მივემგზავრებით, სადაც ყველა უნდა ვიყოთ.

რუსული ხაზის გავლება ქვეყანაში არის არასწორი, რასაც ყველა ვხვდებით. მივდივართ დედაქალაქში იმისთვის, რომ ევროპული მომავალი გადაარჩენს ამ ქვეყანას”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

მეტის ნახვა