"ჭოროხის გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა შედეგი ისევ არ ჩანს" - რეზო ხარაზი

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, ახალი გზის დაუსრულებელი მშენებლობა, კიდევ ერთხელ, გააპროტესტა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". ბათუმის საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის თქმით, ეს პროექტი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ ასაზრდოებენ ერთმანეთს  "ქართული ოცნება" და მისი შემომწირველები.

ექვს კილომეტრიანი, ახალი გზის მშენებლობა, 2017 წელს დაიწყო და დღესაც დაუსრულებელია. შპს "ბონდმა", ტენდერი, თითქმის, 10 მილიონ ლარად მოიგო. მას, პროექტი 2019 წელს უნდა დაესრულებინა. ვადა მიმდინარე წლის აგვისტომდე გაუხანგრძლივდა, თუმცა, სამუშაო პროცესი დაპაუზებულია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, პროცესი არ შეჩერებულა და მიწების კერძო მესაკუთრეებთან, პროექტის გაგრძელებისთვის მოლაპარაკებები ახლახან დასრულდა. რატომ ვერ ჩაეტია კომპანია დათქმულ ვადაში, ამაზე, დეპარტამენტიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში, საუბარი არ არის.

მეტის ნახვა