"ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის" - ბათუმში, აქცია გაიმართა

„ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის“ - ამ მოთხოვნით, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება სასწრაფოდ შეწყვიტონ, რათა მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, აგრესორები საქართველოში შემოსვლას მასობრივად ცდილობენ. ლარსის საზღვართან 30 კილომეტრიანი კოლონა დგას. ამ ყველაფრის ფონზე კი, პუტინის ჯარი უკრაინას კვლავ ბომბავს, ანადგურებს ქალაქებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს.

მეტის ნახვა