ბსუ-ს რექტორი ვერ ამბობს ვისი მოთხოვნით წაშალეს ოფიციალურ გვერდზე პროევროპული აქციის მხარდამჭერი ფოტო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვერ ამბობს ვისი მოთხოვნით წაშალეს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პროევროპული აქციის მხარდამჭერი ფოტო. მერაბ ხალვაში ჩართული კამერის წინ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჩვენი რეპორტიორის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

რექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავად ევროპული ღირებულებების მატარებელია, თუმცა უჭირს იმის თქმა თუ რატომ არ გავიდა აქციაზე.

შეგახსენებთ, ბათუმში, 20 ივნისს გამართულ აქციას ბსუ-ს რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. უნივერსიტეტმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ აქციის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე საათში წაშალა.

მეტის ნახვა