ახალი ამბები • 1660915456
ბოიკოტი საკრებულოს სხდომას
პოლიტიკა
1638465945

ექსპრემიერის პარტია „საქართველოსთვის“ ხვალ საკრებულოს სხდომას არ დაესწრება. ირაკლი მიქელაძე ბოიკოტის მიზეზად „ქართულ ოცნებასთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ შეთანხმებას ასახელებს. ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებას სთავაზობდნენ,თუმცა უშედეგოდ.
მისივე განცხადებით, გეგმავდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატად მათი წევრი დასახელებულიყო, ხოლო მოადგილეების პოსტებს მმართველი გუნდის და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გაიყოფდნენ.
ექსპრემიერის პარტიას ბათუმის საკრებულოში 2 დეპუტატი ჰყავს. მათი ხმები ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულ წარმომადგენლობით ორგანოში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

წამება სიგარეტით - უკრაინელ ქალზე, სავარა...
1659087814
მეტის ნახვა